მე იმედი არ მაქვს, რომ ბატონი ივანიშვილი და პრემიერმინისტრი შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებსა და ხედვებს. ივანიშვილმა დასავლეთი და აშშ ომის გლობალურ პარტიად შერაცხა. იგი ფაქტობრივად, დაბალანსებულ პოზიციას აღარ იცავს დასავლეთსა და რუსეთს შორის, არამედ მიიღო გადაწყვეტილება სრულად იმოძრაოს მოსკოვის მიმართულებით. კანონმდებლობა, რომელიც ეხება არასამთავრობოებს და ასევე LGBTQ თემს, გახლავთ ზუსტი მითითება იმისა, რომ კობახიძე და ივანიშვილი, სწორედ ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ისინი მოსკოვის მხარეზე გადავიდნენ, აღარ არიან ევროკავშირში გაწევრიანებით, ან ნებისმიერი ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობით.