კრამატორსკში დარტყმა განხორციელდა სასტუმროზე, დაშავდნენ Reuters-ის ჟურნალისტები

უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ გასულ ღამით მოხვდა სასტუმროს შენობა, დაშავებული არიან რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტები – ამ ცნობას ავრცელებს დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი.
სააგენტო Reuters-ი მოგვიანებით იუწყებოდა, რომ სასტუმრო “საფირში” მისი თანამშრომლები ცხოვრობდნენ, ექვსი პირი. მათგან ოთხმა ჭრილობები მიიღო დარტყმის შედეგად, აქედან ორი საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს კიდევ ერთი კორესპონდენტი დაკარგულია, ის, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი. ჟურნალისტების სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, იუწყებიან, რომ საქმე ეხება -ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ლატვიის და უკრაინის მოქალაქეებს.
სასტუმროს ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, დარტყმა, როგორც სჩანს, განხორციელდა რუსეთის Iskander-M-ის ტიპის რაკეტით.
რუსეთის სამხედრო უწყებებს ამ ცნობებზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?