კოჯორში, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.
„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და 2 500 მეტრი სიგრძის ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის ქსელი სრულად განაახლა. აღნიშნულ დასახლებაში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)