“კოცნიდნენ ტუჩებში, შემდეგ ქონიან კეფაში, ჭიქებით ცურავდნენ აუზში, ეტორღალებოდნენ რუსებს. ქოცობა არის უბედურება, გოიმობა და სიქაჯე” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:

დღეს ვიყავი ერთ-ერთ საცურაო “პრესტიჟულ” (ნუ იქრინჯებით) აუზზე და რაც იქ ვნახე ისეთი სევდიანი და ამავდროულად ბანალური იყო. თუმცა მეგონა, რომ გრუზინი (დიდი ხანია არ გამომიყენებია ეს სიტყვაც) ღიპიანი კაცების ამბავი, სქელი ოქროს ჯაჭვებით კისერზე, იარაღით – ნიფხავში, რუს გოგოებს რომ ეტორღიალებან – ლეგენდა იყო. არაა ლეგენდა. მთელი დღე ვუყურეთ გულისამრევ სცენას. დაბადების დღე იყო მგონი ერთი “ღიპის”. ხაოდნენ, ტყლაშუნით ხტებოდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს ჯერ ტუჩებში, შემდეგ ქონიან კეფაში, თავზე გადაგდებული გარმონივით რომ აქვთ, ჭიქებით ცურავდნენ აუზში, ეტორღალებოდნენ რუსებს. ქოცობა არის უბედურება, გოიმობა და სიქაჯე. სტრესი მაქვს. არ მინდა აუზი, შენი ჭირიმე. წყალს ჩავიგუბებ აწი აბაზანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე