კოშტა: ზურაბიშვილთან განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება – საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია

ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
კოშტას თმქით, საუბრისას განიხილეს,მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ს საკითხი.
“სატელეფონო საუბარი მქონდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება საქართველოში, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები. საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს”, – წერს კოშტა.