საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში სტუმრად ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა და ზედიზედ ბოლო 4 მატჩი საერთო ანგარიშით 2:21 წააგო.
თავიანთი ეროვნული გუნდის გამარჯვებას ადგილობრივი მედია გამოეხმაურა.
Sportal: „ბულგარეთმა ეს შეძლო! საქართველოს 2:1 მოვუგეთ. ჩვენი გუნდი ყველა ზონაში კარგად მოქმედებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა“.
Topsport: “ მეტოქეს ვძლიეთ, მაგრამ ტრიბუნებზე საზეიმო განწყობა არ იყო, მთელი შეხვედრის მანძილზე უფრო ქართველი გულშემატკივრების გამამხნევებელი შეძახილები ისმოდა. ეს 2024 წლის 15 ნოემბერს ერთა ლიგაზე ლუქსემბურგის 1:0 დამარცხების შემდეგ ჩვენი პირველი გამარჯვებაა.
ეს ბულგარულ ფეხბურთში სიტუაციას სერიოზულად არ ცვლის, მაგრამ ეროვნული ღირსების აღდგენისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯია, რომლის დაკნინება არ შეიძლება. თუ გვინდა ამდენი ტკივილის მერე ფეხზე წამოვდგეთ, ახალი თაობით მეტის გაკეთებაა საჭირო. სირთულეები, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რამეთუ ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ ვითარების სწრაფად გამოსწორების წამალი არ არსებობს“.
Gong: „მოვიგეთ, თუმცა შესარჩევი ეტაპი მხოლოდ 3 გოლით და 3 ქულით დავასრულეთ. საკვალიფიკაციო რაუნდში ყველაზე უარეს შედეგს გადავურჩით, რომელიც 90 წლის წინ დაფიქსირდა. ეს მწვრთნელის, ალექსანდრ დიმიტროვის ტრიუმფია”.
Kotasport: „როგორც იქნა! კოშმარიდან გამოვედით. წარმატებამ უამრავი იმედგაცრუების მერე პატარა იმედი გაგვიჩინა, ეს პირველ რიგში ფსიგოლოგიური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
Blitz: „ბულგარეთმა „შავი სერია შეწყვიტა“ მატჩში, რომელსაც „ვასილ ლევსკიზე“ მხოლოდ ორი ათასი მაყურებელი დაესწრო“.
“დომინოს ეფექტი” სანიოლისთვის – სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
“საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება” – Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
“საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო” – ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
“დომინოს ეფექტი” სანიოლისთვის – სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
[VIDEO] ერიჰა – საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
“საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება” – რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა



