ლა ლიგის ოცდამეერთე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:7 დამარცხდა.
ამ მატჩზე სასაუბრო ბევრი არაფერია, რამეთუ ყველაფერზე ანგარიში მეტყველებს. მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. „ღამურების“ დაცვის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი მესამე გოლისას გამოსვლაზე დაუშვა შეცდომა.
შესვენების შემდეგ უგო დურომ სხვაობა შეამცირა, თუმცა ცოტა ხანში შეცვლაზე შესულმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, მერე ტარეგამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
„ვალენსია“ 16 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და 2 თებერვალს „სელტას“ უმასპინძლებს.
სხვათა შორის,
“ვალენსია” “ბარსას” 7 თებერვალს, თასის მეოთხედფინალში “მესტალიაზე” ეთამაშება და იქნებ ერთგვარი რევანში ვიხილოთ…
ბარსელონა – ვალენსია 7:1
გოლები: 1:0 დე იონგი (3), 2:0 ფერან ტორესი (8), 3:0 რაფინია (14), 4:0 ფერან ტორესი (24), 5:0 ლოპესი (45+4), 5:1 დურო (59), 6:1 ლევანდოვსკი (66), 7:1 ტარეგა (75, საკ. კარში)