კოშმარი გრძელდება – “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “ნიუკასლთან” დამარცხდა [VIDEO]

პრემიერლიგის მე-19 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “ნიუკასლთან” 0:2 დამარცხდა. ეს ამორიმის გუნდისთვის ზედიზედ მესამე მარცხი იყო.
შეხვედრა თავიდანვე “ნიუკასლის” დიდი უპირატესობით წარიმართა და მე-4 წუთზე ანგარიში ისაკმა გახსნა, მე-19 წუთზე კი ჟოელინტონმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
“იუნაიტედმა” რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა, კერძოდ “მანკუნიანელებმა” 1930 წლის შემდეგ თვეში 6 მატჩი პირველად წააგო.
ასევე “მანჩესტერმა” დეკემბერში 18 გოლი გაუშვა, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
“წითელი ეშმაკები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-14 ადგილზეა, ამორიმის გუნდი მორიგ
შეხვედრას 5 იანვარს, სტუმრად “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართავს.
“ნიუკასლი” 32 ქულით მე-5 ადგილზეა, “კაჭკაჭები” 4 იანვარს, “ტოტენჰემს” დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში