კოფი სანქციებზე: უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს დამატებითი სანქციები დაუწესა. რას ნიშნავს ეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის, რა გავლენას იქონიებს ის „ქართული ოცნების“ ქმედებებზე და როგორი განვითარება შეიძლება ჰქონდეს თბილისისა და ვაშინგტონის მომავალს. ამ თემებზე „ჰადსონის“ ინსტიტუტის მკვლევარს, ლუკ კოფის ვესაუბრეთ.
ლუკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მთავრობის 20 წევრს. რა გზავნილია ეს საქართველს მთავრობისთვის და რა არის ამ ტიპის სანქციების მიზანი?
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აჭიანურებს და თავს იკავებს საკვანძო გადაწყვეტილებებისგან. შემდეგ კი იღებს ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც ნახევარზომაა. სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით. უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც იმ ოფიციალური პირებისთვის, ვინც სამოქალაქო პირებს არბევს.
ერთ-ერთი პრობლემა სამოგზაურო ვიზებთან დაკავშირებით ისაა, რომ არ ვიცით, ის ვის ეხება. მესმის ორივე მხარეს მყოფთა არგუმენტები- მათიც, ვინც ამბობს, რომ სახელები საჯარო არ უნდა იყოს, მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს და ყველამ უნდა იფიქროს, არის თუ არა ისიც ამ სიაში. მაგრამ, იმაშიც ვხედავ ღირებულებას, რომ საჯაროდ დასახელდნენ ამ სიაში მყოფები, რათა ქართველმა ხალხმა იცოდეს, ვინ არის სამიზნე და ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტებზე თავდასხმაში. ასე რომ, მადლობელი ვარ ამ [სანქციების დაწესებისთვის], მაგრამ ვფიქრობ ის დაგვიანებულია და არც ისე საკმარისი.
ჩემს მომდევნო კითხვას ნაწილობრივ უკვე უპასუხეთ- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. თუმცა, ამას დიდად არ შეუცვლია რაიმე “ქართული ოცნების” ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. როგორც ვხვდები, თქვენ დიდად არ გაქვთ იმედი, რომ ახალი სანქციები მდგომარეობას შეცვლის?
ზოგადად ვფიქრობ, რომ ამერიკის ეკონომიკური სანქციები, ან სამოგზაურო აკრძალვები ძირეულად არ შეცვლის სიტუაციას საქართველოში. მაგრამ, ასევე მჯერა, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ არ ვართ კმაყოფილი, არ მოგვწონს ის, როგორც “ქართული ოცნება” იქცევა. მათ უნდა ვუთხრათ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მიუღებელია. თუმცა, სიტუაციას საბოლოდ ქართველი ხალხი შეცვლის. სწორედ მათი გადასაწყვეტია, როგორ და როდის სურთ, რომ სიტუაცია შეიცვალოს.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ესაა სამოგზაურო შეზღუდვები და არა ფინანსური სანქციები- ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა. ბევრი ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან ეფექტიანი იქნებოდა ფინანსური სანქციების, განსაკუთრებით კი ფინანსური სანქციების სა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის დაწესება. რომ მხოლოდ ეს იქნება გავლენის მქონე გადაწყვეტილება. ვიცით რომ ამერიკელი კანონმდებლების ნაწილიც ამას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რატომ ყოვნდება ბაიდენის ადმინისტრაცია- ამით საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ გარკვეულ შანსს აძლევენ, თუ რაიმე სხვა მიზეზია?
რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ფინანსური სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა და ვფიქრობ რომ ფინანსური, ეკონომიკური სანქციები უნდა დავაწესოთ. ეს თვეების თუ არა, კვირების წინ მაინც უნდა გაგვეკეთებინა. რატომ აყოვნებს ამას ბაიდენის ადმინისტრაცია? არ ვიცი. ეს ვაშინგტონში ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
ცოტა საკითხს ნახავთ, რაზეც აქ [ვაშინგტონში] ორპარტიული მხარდაჭერაა. თუმცა, რეპსუბლიკელები და დემოკრატები, როგორც საექსპერტო წრეებში, ისე კონგრესში, ემხრობიან ამერიკის მხრიდან უფრო მკაცრ, უფრო ძლიერ საპასუხო ქმედებას, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია, რატომღაც თავს იკავებს. არ ვიცი, ამას ვინ ბლოკავს, მაგრამ იმავეს ვხვდებით სთან მიმართებაშიც, ყოველთვის იგვიანებენ, ნახევარზომებს იღებენ და არასდროს დგამენ გადამწყვეტ ნაბიჯს. იმავეს ვხედავთ საქართველოს შემთხვევაში. როგორც ამერიკელი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ და მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმის, რას ფიქრობენ ჩემი ქართველი მეგობრები.
საქართველოს მთავრობა სიტუაციას თქვენგან განსხვავებით, უფრო სხვა კუთხიდან უყურებს. ისინი ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ სანქციებითა და შემზღუდველი ქმედებებით ცდილობს მძიმე სიტუაცია, არეულობა დაუტოვოს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას, იქნება ეს უკრაინის, თუ საქართველოს საკითხი. რას ფიქრობთ ამაზე?
ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, კარგია ეს თუ ცუდი, საქართველო ტრამპის ადმინისტრაციისთვის ძალიან უმნიშვნელო იქნება. ირანი, ჩინეთი, უკრაინა, იმიგრაცია, დეპორტაცია, ვაჭრობა, ტარიფები, საკვებზე ფასები- ესაა ის თემები, რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს. სირიაში მიმდინარე მოვლენებზეც კი, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ არ სურს ჩარევა. ასე რომ “ქართული ოცნების” წევრები, ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი [ხელისუფლებაში] მოვა და ყველაფერი დალაგდება, უიმედოდ მიამიტები არიან.
მაგრამ ეს ასევე მართალია იმ ხალხისთვისაც, ვინც ქუჩაში დგას და ვისაც ძალიან სწორად სჯერა, რომ მათ თავიანთი ევროპული მომავალი წაართვეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ ამერიკიდან დახმარების იმედი, რადგან ეს, ალბათ არ მოხდება. მესმის, რომ ამის მოსმენა ქართველი ხალხისთვის მძიმეა, მაგრამ რეალობა ესაა.
ასე რომ, თუ ქართველ ხალხს, საქართველოს ევროატალნტიკურ გზაზე დაბრუნება სურს, ყველაფერი საკუთარ ხელში უნდა აიღოს და საკუთარი ბედი თავად განსაზღვროს.
როგორც თქვენ თქვით, “ქართული ოცნება” იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დაბრუნებასთან ერთად, მათთვის ურთიერთობები გადახალისდება, გამარტივდება. ნება მომეცით, გარკვეულწილად ტექნიკური კითხვა დაგისვათ- როგორც წესი, როდესაც ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებას იკავებს, აუქმებენ თუ არა ისინი წინა ადმინისტრაციის დროს დაწესებულ სანქციებს. არის თუ არა ეს ნორმალური პრაქტიკა, რომ მომავალმა ადმინისტრაციამ წინას დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს და ამ მხრივ, პოლიტიკა შეცვალოს?
არაა აუცილებელი, რომ ასე მოხდეს. მეტიც, ვიტყოდი, რომ უფრო ხშირი პრაქტიკაა, პოლიტიკის ხელუხლებლად დატოვება იქამდე, ვიდრე მისი შეფასება და გადახედვა არ მოხდება. თუ საქართველოს შემთხვევაში ეს მოხდა, მაშინ სანქციები, სავიზო შეზღუდვები ძალაში დარჩება და მოხდება სიტუაციის შეფასება და სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრა.
უფრო საკამათო საკითხებზე, სადაც აღმასრულებელი უფლებამოსილება გამოიყენება, მაგალითად, იმიგრაციის საკითხებში, თქვენ ნახავთ სწრაფ ცვლილებას იმასთან, თუ რას აკეთებდა ბაიდენი და რას გააკეთებს ტრამპი.
სენატორ რუბიოს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატურაა სახელმწიფო მდივნის პოსტზე, კარგად ესმის საქართველოში არსებული ვითარება. მას ასევე ესმის ს მხრიდან არსებული გამოწვევები და საფრთხეები. ასე რომ, ვერ წარმომიდგენია სენატორი რუბიო, მომავალში უკვე სახელმწიფო მდივანი რუბიო, რომელიც ერთ ღამეში ცვლის სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.
ვფიქრობ, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა ძალიან გულუბრყვილოა, თუ ფიქრობს, რომ მათი ყველა პრობლემა გაქრება იმ წამს, როდესაც ტრამპი [საპრეზიდენტო] ფიცს დადებს.
რადგან ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ბოლო კითხვა მინდა იმაზე დაგისვათ, როგორ ხედავთ სიტუაციის განვითარებას- იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, საით წავა ამერიკა-საქართველოს უერთიერთობები? თქვენ სენატორი რუბიო ახსენეთ, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. ჩვენ ვიცით რას ფიქრობს ის და ტრამპის ადმინისტრაცია არა მარტო რუსეთზე, არამედ ჩინეთსა და ირანზეც. ვიცით ისიც, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო შეთანხმებები აქვს ჩინეთთან, პრემიერს კი ირანში ვიზიტები ჰქონდა- იქნება ეს ყველაფერი ფაქტორი ამ ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაში?
კი, ნამდვილად ასეა. თუმცა, ეს საკითხები გვერდითაც რომ გადავდოთ, ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან დაბალ დონეზეა და ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებებითაა გამოწვეული.
პეკინთან [საქართველოს მთავრობის] ურთიერთობაში დათბობის გათვალისწინებით, ეს ვაშინგტონში ნამდვილად გამოიწვევს უკმაყოფილებას, განსაკუთრებით, ტრამპთან დაახლოებულ წრეებში. მათ ეს არ მოეწონებათ.
არავინ უარყოფს, რომ საქართველოს სჭირდება ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა. საქართველო პატარა ქვეყანაა იმავე გეოგრაფიულ მიწის მონაკვეთზე, სადაც ჩინეთი. მაგრამ პრობლემა, რომელიც ახლა ბევრს აქვს საქართველო- ჩინეთთან მიმართებაში, არის “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ ჩინეთთან დაახლოების ენთუზიაზმისა და აღფრთოვანების დონე.
იმის ნაცვლად, რომ ეს გააკეთონ ჩუმად, რადგან ამის კეთება უწევთ და ეს ურთიერთობა იყოს მინიმალური ჩინეთთან, არსებობს ძალიან დიდი აღფრთოვანება. სწორედ ესაა, რაც ამერიკელ პოლიტიკოსებს დააფიქრებს იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში. ასე რომ ეს არ დაეხმარება “ქართულ ოცნებას” ტრამპის ადმინისტრაციაში. ამან შესაძლოა მათ გარკვეული პასუხისმგებლობაც დააკისროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი