კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ წლების წინ მან მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა

კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ს შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ წლების წინ მან მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა.

მისი თქმით, ეს იყო სიცრუე და მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.

“ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქ პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი.

გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია.

ერთადერთი რაც ვიცი მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ.

ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს”, – აცხადებს კოტე იოსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს: როგორი კონცეფციაც არ უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება მდიდრული და ღარიბული ვარიანტები

ალექს ჩიღვინაძე: აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში