კოტე იოსელიანი ბოდიშის მოხდის ვიდეოს ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში პირველად ეხმაურება ვიდეოს, რომელშიც ის ბოდიშს უხდის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს შვილს, უტა ივანიშვილს, თავისი 7 წლის წინანდელი განცხადებისთვის, რომელიც მის სექსუალურ ორიენტაციას შეეხებოდა.
“რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მით უმეტეს, რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი”, – წერს იოსელიანი ფეისბუკის გვერდზე.
გუშინ, 8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა იოსელიანის ვიდეომიმართვა. კოტე იოსელიანის ბოდიში მიემართებოდა მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, სადაც ის მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქალაქში მოსიარულე ჭორებს“ მიაწერდა.
დღეს, 9 ივნისს კი მისმა ცოლმა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული იყო და ზეწოლის შედეგია ის განცხადება, რომლითაც ის ბოდიშს უხდის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილს – უტა ივანიშვილს.
პოლიტიკოსის თქმით, ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ ისაა, რომ გააჩუმონ.
კოტე იოსელიანი პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერსა და სადავო პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, ს არ სჯერა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საჯარო განცხადების, რომელშიც თინა ბოკუჩავა ქმარზე ძალადობასა და მუქარაზე საუბრობდა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ეს იყო „უნიჭო სპექტაკლი“.
ფორუმი