ფონდ “ერთმანეთისთვის” დამფუძნებელი კოტე თაყაიშვილი:
ეს ფოტო 9 წლის წინ გადავიღე ირანში, ქერმანის პროვინციაში.
თუ დედამიწაზე არსებობს ადგილი, რომელსაც შეიძლება ჯოჯოხეთი ეწოდოს — ეს ირანის ისლამური რესპუბლიკაა
ეს ქვეყანა ადამიანებს უკრძალავს კარგ ხასიათზე ყოფნას.
სიცილი, ხალისი, ფერები აქ დანაშაულია.
ტაქსში, რადიოში, რესტორანში — თუ მუსიკას გაიგებ, ის ყოველთვის სევდიანი, სამგლოვიაროა. თითქოს ქვეყანა მუდმივ პანაშვიდში ცხოვრობს.
ბავშვების სათამაშოების მაღაზიასაც კი ვერ ნახავთ ფერადს ან მხიარულს — ფერები აქ არასასურველია, რადგან ფერები სიცოცხლეს ნიშნავს.
როცა თეირანიდან ქერმანში მივფრინავდით, რეისზე იდგა დიდი თვითმფრინავი — ბოინგ 777.
ბიზნეს კლასში მხოლოდ სასულიერო პირები ისხდნენ.
ისინი, ვინც ღმერთის სახელით ადამიანებს ხოცავენ, თავად ცხოვრობენ ფუფუნებაში, მაშინ როცა მთელი ქვეყანა სიბნელეშია.
ქუჩებში შეგხვდება ამერიკის დროშა, სადაც ვარსკვლავების ნაცვლად ჩონჩხებია გამოსახული და ზედ დიდი ასოებით წერია: „სიკვდილი ამერიკას“. ეს არ არის პოლიტიკა — ეს არის სიძულვილის ჩანერგვა ბავშვობიდან.
მაშინ ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ:
რატომ არ ეხმარება ვინმე ამ ხალხს?
რატომ არ უნდა გათავისუფლდეს 80 მილიონი ადამიანი რელიგიური ტერორისგან?
თუ ამერიკა ჩაერთვება და ამ ხალხს დაეხმარება,
საერთაშორისო სამართალზე და ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტზე დარდი გვერდზე გადადეთ, რადგან ეს არ იქნება ომი — ეს იქნება ჯოჯოხეთის დამარცხება.
და ეს ჯოჯოხეთი ჩვენთან ძალიან ახლოსაა.




