კოტე თაყაიშვილი: “დანოსების” მწერ ვატო შაქარაშვილს მინდა მივმართო: ეს ჩემთვის ახალი არ არის. ჩემი ოჯახი 200 წელია რეპრესიებს განიცდის რუსებისგან

“გუშინ სახლში მომიტანეს განჩინება, ვატო შაქარაშვილის საჩივრის საფუძველზე ჩვენი ფონდი დააყადაღეს და აღძრეს სისხლის სამართლის საქმე:
საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, 🤡
ეს მუხლები 8 დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ❗️
როდესაც მ გამოგვიცხადა რომ ევროკავშირში გაწევრანებაზე მოლაპარაკებას აჩერებს, რუსთაველზე გავედი და ჩემ ასიაათასობით თანამოაზრეს შევუერთდი.
ყინვაში ღამეებს ვათენებდით, გვიჭერდნენ, გვცემდნენ, გვარბევდნენ, მაგრამ მაინც ვიდექით: ზოგს აწეულ ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი ეჭირა, ზოგი გდდს ბომბებს ანეიტრალებდა წყლით, ზოგი საჭმლით უმასპინძლდებოდა ხალხს, ზოგი ყავას და ჩაის ურიგებდა, მოკლედ სოლიდარობის და ერთმანეთის გვერდში დგომის ზეიმი იყო. (ვინც არ ყოფილხართ ვერ გაიგებთ)
მეც მომინდა რამე გამეკეთებინა და ამ ადამიანებს გვერდში დავდგომოდი.
გადავწყვიტე ფონდი გამეკეთებინა და ამით დავხმარებოდი არა მე ვინმეს, არამედ “ქრაუდ ფანდინგით” ერთმანეთს, სწორედ აქედან წამოვიდა სახელი – ერთმანეთისთვის. ჩემ მეგობრებთან ერთად დავაფუძნე ფონდი, გუგა ხელაიას როგორც გამოცდილს ფონდის საქმიანობაში ვთხოვეთ დირექტორი ყოფილიყო (რასაც ძალიან კარგად გაართვა თავი). შეგროვებულმა თანხებმა მოლოდინს გადააჭარბა, მ და საქართველოს ბანკმა ფონდში თანხის შემოწირვის სურვილი გამოთქვა და გადავწყვიტეთ პატიმრების ოჯახებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. ასეც ვაგრძელებდით სანამ პროკურატურა არ ჩაერია.
თუ რამე გამიკეთებია რითიც შემიძლია ვიამაყო სწორედ ეს ფონდი და ფონდის გაკეთებული კეთილი საქმეა.
სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ ფონდის შექმნაზე, საქმიანობაზე და კეთილსინდისიერებაზე.
“დანოსების” მწერ ვატო შაქარაშვილს მინდა მივმართო:
ეს ჩემთვის ახალი არ არის. ჩემი ოჯახი 200 წელია რეპრესიებს განიცდის რუსებისგან. მაშინაც შენნაირ “ქართველებს” აწერინებდნენ ჩემ
ბაბუებზე დანოსებს. მაგრამ მაინც აქმადე მოვიყვენათ ეს ქვეყანა.
მე რამდენიხნითაც არ უნდა დამიჭირონ მაინც შენზე თავისუფალი ვიქნები. ჩემი ციხეში ცხოვრება უკეთესი იქნება ვიდრე შენი “სვაბოდაზე”.
ყველაზე დიდი სასჯელია როცა შენ შთამომავლებს შერცხვებათ შენს გამო. მათ ან არ ეცოდინებათ შენ შესახებ არაფერი იმიტო რომ არავინ მოუყვება რა არაკაციც ხარ ან გაიგებენ და შერცხვებათ.
აი ჩემი შვილები კი ზუსტად ისე იმაყებენ ჩემი წინაპრებით როგორც მე ვამაყობ მათით! და ჩემ გამო მინიმუმ არ შერცხვებათ!
ყველაზე უფრო რატომაც არ მინდა ციხეში სწორედ ჩემი შვილები არ მინდა უჩემოდ გაიზარდონ, თუმცა შენნაირად ყოფნას ციხე კი არა სიკვდილი მირჩევნია!
ყველას მაინც ვერ დაგვიჭერენ!
დიდება თავისუფლებას ✊
დიდება საქართველოს 🇬🇪
თავისუფლება უკანონო პატიმრებს ❤️‍🩹”  – წერს სოციალურ ქსელში ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, კოტე თაყაიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ