კოტე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მერის გამოსვლას გამოეხმაურა.
„გასული 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გაგვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება. რაც შეეხება უსაფრთხოებას და ფიზიკურ განადგურებას, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ითხოვდნენ ჩვენი ოპონენტები მოხალისეების და მებრძოლების უკრაინაში გასაგზავნად ჩარტერული ფრენების დანიშვნას“, – განაცხადა კოტე ზარნაძემ.
მან ასევე იმ ბულინგზე ისაუბრა, რომელიც ხორციელდება როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე მათი ოჯახების მიმართ და აღნიშნა, რომ ის გუნდი, რომლის წევრიც არის, არასდროს დაუშვებს მსგავს ფატალურ შედეგებს, რაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს ხდებოდა.
კოტე ზარნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ განვლილ პერიოდს მომავალი თაობა სწორად შეაფასებს.
„ჩვენ ვიცავთ ეთიკას, მათ კი ეს საზღვრები არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება, ხოლო ჩვენი ქვეყანა ამ ბეწვის ხიდს მშვიდობიანად, ამაყად და თავაწეული გაივლის“, – აღნიშნა ზარნაძემ და დედაქალაქის მერს და მთავრობის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა