კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

კოსტავას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილზე დემონსტრანტების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია სატელევიზიო ეთერის დათმობის მოთხოვნით იმართება.
აქციის მონაწილეების თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, საზოგადოების ხმა არ ჟღერს.
კოსტავას ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქცია კი მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი