კოსოვო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა

კოსოვო -დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კოსოვოს მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოსოვოს მთავრობის განცხადებით, გეგმა წელიწადში აშშ-დან დეპორტირებული 50 ადამიანის მიღებას ითვალისწინებს.
„მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს, შემოთავაზებული სიიდან პირების შერჩევის შესაძლებლობის გათვალისწინებით და იმ პირობით, რომ ისინი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ კვირას სააგენტო Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია ბალკანეთის სახელმწიფოებთან აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღების საკითხს განიხილავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს