მეცნიერები კოსმოსურ ტელესკოპ „Gaia”-ს დაემშვიდობნენ, რომელიც მათ 11 წლის განმავლობაში ირმის ნახტომის შესწავლაში ეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის არც თუ ისე ცნობილია, ვიდრე მისი „კოლეგები“ – კოსმოსური ტელესკოპები „ჰაბლი” და „ჯეიმს უები”, „Gaia”-მ ირმის ნახტომზე მეტი ინფორმაციის მოპოვების საკითხში დიდი როლი ითამაშა.
2014 წლიდან ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ЕSА) ტელესკოპმა უნიკალური კატალოგი შექმნა, რომელიც 2 მილიარდ ვარსკვლავს, 4 მილიონზე მეტი პოტენციურ გალაქტიკასა და 150 00-მდე ასტეროიდს მოიცავს.
ტელესკოპ „Gaia”-ს მეშვეობით მეცნიერებმა 13 000-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა ჩაატარეს.
„Gaia”-ს საწვავი დაუმთავრდა და ЕSА იძულებული გახდა ტელესკოპი ექსპლუატაციიდან ამოეღო.
„Gaia-მ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ირმის ნახტომის შესახებ“, – განაცხადა გერმანელმა მეცნიერმა სტეფან პეინ-ვარდენაარმა.
ჯერჯერობით მეცნიერებს ტელესკოპის მიერ მოწოდებული მასალის მხოლოდ მესამედი აქვთ გაანალიზებული. კვლევების ნაწილი 2026 წელს გამოქვეყნდა, ნაწილი კი 2030 წელს.
imedinews.ge