კოსმოსური სტარტაპის ამბიციური სურვილი – დღის შუქის მიწოდება ნებისმიერ დროს

კოსმოსური ს ამბიციური სურვილი – დღის შუქის მიწოდება ნებისმიერ დროს
მზის ენერგიის მიღება 24 საათიდან მხოლოდ დღის მონაკვეთშია შესაძლებელი. ეს ფაქტია, თუმცა შეიძლება ბუნების კანონი სტარტაპმა ,,Reflect Orbital”-მა შეცვალოს. სტარტაპს სურს ეს შეზღუდვა მოიხნას და მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავების დრო ოთხი საათით გაზარდოს. მიზნის მისაღწევად ,,Reflect Orbital”-მა ცოტა ხნის წინ 6,5 მილიონი დოლარი მოიზიდა Sequoia Capital-ის ხელმძღვანელობით.
Reflect Orbital-ს სურს დაბალ ორბიტაზე სპეციალური სარკეებით აღჭურვილი თანამგზავრები დააყენოს, რომლებიც შუქს მზის ელეტქროსადგურებისკენ მიმართავენ იმ ადგილებში, სადაც მზის ამოსვლამდე ან მზის ჩასვლიდან 90 წუთია დარჩენილი. თუ ამას დაუმატებთ წუთებს, როდესაც სინათლის დონე დაბალია, შეგიძლიათ ელექტროენერგიის გამომუშავება კიდევ ოთხი საათის განმავლობაში.
მთელ მსოფლიოში განახლებადი ენერგიის საჭიროება იზრდება. Reflect Orbital-ის ამ მიდგომას შეუძლია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა დიდი ფიზიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის საჭიროების გარეშე, რასაც თავის მხრივ დიდი ფული და ადგილი სჭირდება.
კოსმოსური მზის სადგურის ზოგადი კონცეფცია 15 წელია არსებობს, თუმცა იდეა მაღალი ხარჯების გამო არ განხორციელებულა. ახლა დედამიწაზე იმდენი მზის სადგურია, რომ კომპანიას, როგორიცაა Reflect Orbital აქვს წარმატების შანსი. მაგრამ ამისათვის მას ბევრი ტექნიკური პრობლემის გადაჭრა სჭირდება.
არსებობს შეშფოთება, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება გაანათოს ბნელი ადგილები დედამიწაზე. Sequoia Capital-ის პარტნიორი შონ მაგუაირი აცხადებს, რომ Reflect Orbital-ის დიზაინი არ მუშაობს როგორც ფანარი. ის ლაზერის სხივივით მოქმედებს, რაც მინიმალურ დისპერსიას ნიშნავს.
იდეის მიმართ ძლიერია ინტერესი და ბევრმა მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ამან კი შესაძლოა დააჩქაროს როგორც ფონდების მოზიდვის პროცესი, ასევე გეგმის განხორციელება.