„წელს ვიწყებთ კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების კანონპროექტის შემოტანის პროცედურებს პარლამენტში, ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით“.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, აზარაშვილს რეგულაციების დეტალებზე არ უსაუბრია.