კორძაია: რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას კანონი კი არა, ივანიშვილი მართავს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ს დავალებების შემსრულებელია.
„თუ მიაჩნდა, რომ კანონს სწორად განმარტავდა, სწორად ასრულებდა მოვალეობას, მაშინ რას ნიშნავს მოლაპარაკებებით კანონის აღსრულებაზე უარის თქმა? ერთი რამ ცხადია – რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას კანონი და კონსტიტუცია კი არ მართავს, მართავს ბიძინა ივანიშვილი“, – თქვა თამარ კორძაიამ.
დღეს, 2 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა 24 სექტემბერს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე” სუბიექტებად მიიჩნია. 24 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ თქვეს, რომ ვეღარ დააკვირდებოდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
„ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით“, – აცხადებდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე საქართველოში ს სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.
გუშინ, 1 ოქტომბერს კი, პრემიერ-მინისტრმა მ საჯაროდ მიმართა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. იგი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი მოხსნოდათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს.
დღეს, 2 ოქტომბერს, ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა ანტიკორუფციული ბიუროსადმი მიმართვის საფუძველი.
„ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა – ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციულ ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმებით… ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის” თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.