კორძაია პრეზიდენტს მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას და “ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში”

ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეუერთდეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას. ეს განცხადება კორძაიამ ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების მიმართვისას გააკეთა.
“საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს. მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას, ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობამ, სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვეს და პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ”, მისგან ფორმალურად გამოყოფილ “ხალხის ძალასა” და “ევროპელ სოციალისტებთან ერთად რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ისინი სცენაზე ავიდნენ და იქიდან მიმართეს შეკრებილ მოქალაქეებს. მათ განაცხადეს, რომ მზად არიან შეუერთდნენ პრეზიდენტის შეთავაზებულ “ქართული ქარტიას”, რადგან დღის წესრიგში საქართველოს გადარჩენა დგას.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტმა პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს “ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერა შესთავაზა. დოკუმენტი მოიცავს ნაბიჯებს, რომლებიც პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.
ს თქმით, “ქართული ქარტიაში” დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.