კორუფციული სკანდალის ფონზე, ევროპარლამენტმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ლობისტებს, რომლებიც ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია „ჰუავეისთვისთვის“ მუშაობენ

კორუფციული სკანდალის ფონზე, ევროპარლამენტმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ლობისტებს, რომლებიც ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია „ჰუავეისთვისთვის“ მუშაობენ
კორუფციული სკანდალის ფონზე, ევროპარლამენტმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ლობისტებს, რომლებიც ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია „ჰუავეისთვისთვის“ მუშაობენ.
როგორც Associated Press-ი იუწყება, ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ „ჰუავეის“ ლობისტების დაწესებულებაში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესების შესაბამისად მიიღეს.
მანამდე, „ჰუავეის“ მხრიდან ევროპარლამენტის ამჟამინდელი და ყოფილი წევრების მოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით ბრიუსელში, ბელგიის რეგიონებში – ფლანდრიასა და ვალონიაში, ასევე პორტუგალიაში ჩხრეკა ჩაატარეს.
საქმის გამოძიებაზე მომუშავე მოსამართლემ ორი ევროდეპუტატის თანაშემწის კაბინეტების დალუქვის განკარგულებაც გასცა.
გამოძიების ფარგლებში უკვე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში. მანამდე, ყოფილ ევროდეპუტატს ბრალი წაუყენეს ე.წ. კატარგეითის საქმეზე.
„კატარგეითის“ სკანდალი ევროპარლამენტში 2022 წლის დეკემბერში აგორდა. რამდენიმე ევროდეპუტატი ეჭვმიტანილი იყო კატარისგან ქრთამის აღებაში სპარსეთის ყურის ქვეყნის სასარგებლო ლობირების სანაცვლოდ.
წყარო: 1 არხი