კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა ანექსირებულ ყირიმში პუტინის ახალი სასახლე აღმოაჩინა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა [FBK], რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია, ანექსირებულ ყირიმში პუტინის ახალი სასახლე აღმოაჩინა. კომპლექსი ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კონცხ აიაზე მდებარეობს.
🔻 ფონდის ინფორმაციით, შენობის ფოტოებსა და დეტალურ არქიტექტურულ ნახაზებზე წვდომა მოიპოვეს. FBK-ს ცნობით, სასახლე თავდაპირველად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის აგარაკად აშენდა, მაგრამ იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევის შემდეგ მისი ქონება ფორმალურად სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, ყირიმის ანექსიის შემდეგ კი პუტინის მეგობარი ოლიგარქის, კოვალჩუკის ხელში აღმოჩნდა.
🔴 FBK-ს გამოძიებით, შენობები ცხრა ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ისინი სახელმწიფო და ოფშორული სახსრებით აღადგინეს, გელენჯიკში მდებარე სასახლის მოდელის მიხედვით და სამუშაოებში მინიმუმ 10 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.
🔴 FBK-ს ცნობით, „სამეფო“ ინტერიერის გარდა, სასახლე იმითაა გამორჩეული, რომ მასში საოპერაციო ოთახია, აღჭურვილია ლაბორატორიით, სტომატოლოგიური კაბინეტით, ფიზიოთერაპიისა და სხვა სამედიცინო აპარატურით.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა