კორუფციის ბრალდებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი ოლეგ დრუზი დააკავა. ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი. გამომძიებლების თქმით, 2022 წელს ს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, ექიმი მილიონ დოლარზე მეტით, უკანონოდ გამდიდრდა.
დრუზი არის სამხედრო სამედიცინო კომისიის უფროსის მოადგილე, რომელიც სამსახურისთვის სამხედრო პერსონალის ვარგისიანობას წყვეტს. ორ წელიწადში მან შეიძინა სახლი ს რეგიონში, ორი ბინა კიევში, ბინა ოდესაში, ოთხი BMW-ს მარკის მანქანა და სხვა ქონება, რაც არ აუსახავს დეკლარაციაში.

სავარაუდოდ, ფსიქიატრმა ქონება მეუღლის, შვილებსა და სხვა პირებზე გადააფორმა. ჩხრეკის დროს მის მფლობელობაში აღმოჩნდა 152 ათასი დოლარი და 34 ათასი ევრო. უკანონო გამდიდრებისა და ცრუ ინფორმაციის გამოცხადებისთვის მას შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს.
წინა დღით უკრაინელმა სამართალდამცველებმა 4 მაღალი რანგის უკრაინელი ოფიცერი დააკავეს სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს