„კორუფციის აღქმის ინდექსით“ სომხეთის პოზიცია გაუმჯობესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, სომხეთის პოზიცია, წინა წელთან შედარებით, ერთი ქულით [47 ქულა 100-დან ] გაუმჯობესდა.
“მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა უსაფრთხოების კუთხით, როგორც სხვა ქვეყნებს რეგიონში, სომხეთს აქვს პოტენციალი, გადალახოს ეს სირთულეები და აქციოს ძლიერი პოლიტიკა კორუფციის კონტროლის ძალად”, – ნათქვამია ანგარიშში.
“ეს ნიშნავს იმას, რომ წინა პერიოდებში უსაფრთხოების გამოწვევების ქონამ შექმნა კონტექსტი, თითქოს ეს არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც სხვადასხვა სიტუაციაში კონკრეტული კრიზისის წინაშე ვიყავით, საჯაროდ შევთანხმდით, რომ ჩვენი სამუშაო არის სტრატეგიული დღის წესრიგის გზაზე დარჩენა და მუშაობის გაგრძელება.
წინა წელს ჩვენ გვქონდა რეგრესი ქულაში საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის ინდექსის მაჩვენებელში. ამ საკითხით ხდომაზე მივმართეთ მინისტრთა კაბინეტს და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგრესი შევაჩერეთ და ცოტაოდენი პროგრესიც გვაქვს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საქართველოს პოზიცია [53 ქულა 100-დან] გაუარესებულია, საქართველო რეგიონში კვლავ წამყვან პოზიციებზეა. აზერბაიჯანი აღნიშნულ ინდექსში 154-ე ადგილს [23 ქულა 100-დან] იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა