კორუფციაში ბრალდებულ Bank of China-ს ყოფილი ხელმძღვანელს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ჩინეთში, ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი უკვე მეორე ბანკირს გამოუტანეს.
Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ შანდუნის პროვინციის სასამართლომ Bank of China-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ლიუ ლიანგეს სასიკვდილო განაჩენი სახელმწიფო კორუფციისა და არალეგალური სესხების გაცემისთვის გამოუტანა.
სიკვდილმისჯილი ლიუ ლიანგე Bank of China-ს ხელმძღვანელი 2019 წელს გახდა, მანამდე კი ჩინეთის სახალხო ბანკსა და ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკში მუშაობდა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ლიუმ სახელმწიფოს 121 მილიონზე მეტი იუანი(17 მილიონი დოლარი) აზარალა.
საბოლოო განაჩენის წინ სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ლიუმ ბრალი აღიარა, შესაბამისად, მისი სასჯელი დაუყოვნებლივ აღარ აღსრულდება და განესაზღვრება სიკვდილით დასჯის გადავადება ორი წლის განმავლობაში. ჩინეთის კანონმდებლობით, ეს ნიშნავს, რომ ლიუ სიკვდილით დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ორი წლის ვადაში ახალ დანაშაულს ჩაიდენს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სიკვდილით დასაჯეს ჩინეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ფანი იფეი, რომელიც ასევე კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული.