კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი. როგორც მან აღნიშნა, კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის. „მე მინდა იცოდეთ ერთი რამ, რომ კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელი პარტიის, ჩვენი თუ სხვა პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება პრიორიტეტი, განსაკუთრებული პრიორიტეტი. ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება