კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში

ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, რომელსაც Primera FEB ეწოდება, საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი კორსანტიას დებიუტი შედგა. კორსანტიამ “გიპუზკოა ბასკეტის” შემადგენლობაში შედეგიანად ითამაშა, თუმცა მისმა გუნდმა პირველი ტურის საშინაო მატჩი “კორუნასთან” დათმო. ეს ის გუნდია, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავდა და რომელიც გასულ სეზონში ესპანეთის უმაღლეს, ლიგა ენდესაში გამოდიოდა და წარუმატებლობის გამო დაქვეითდა.
“გიპუზკოამ” შეხვედრა 63:79 წააგო, კორსანტია კი თამი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:34 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის კლუბს მომდევნო შეხვედრა 5 ოქტომბერს ელის, როდესაც სტუმრად მადრიდის “ესტუდიანტესს” დაუპირისპირდება.
GBF.GE
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს
მამუკელაშვილმა “ტორონტო რეპტორზთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კორსანტიას ორმაგი დუბლი და “გოსტივარის” გასვლითი გამარჯვება
საქართველოს ნაკრების წევრმა 10-დან 9 2-ქულიანი ჩააგდო
კორსანტიას 19 ქულა და 13 მოხსნა “გოსტივარს” სტუმრად გასამარჯვებლად არ ეყო
გიორგი კორსანტია ჩრდილოეთ მაკედონიაში მატჩის MVP გახდა
კორსანტიას 19 ქულა, 20 მოხსნა და მისი “გოსტივარის” გასვლითი გამარჯვება “შტრუმიცასთან”