კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, იყო შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში – მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული – კალაძე
სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გამაცხადა.
მისი თქმით, სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ კორპუსს მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.
“თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარეული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაეთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. გაკეთებული იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაობს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს”, – განაცხადა კალაძემ.
www.interpressnews.ge
