საპროტესტო აქცია ბათუმში – ავარიული ბინები ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის. ერთ-ერთი ასეთია ბაგრატიონის 127 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსი 130 ოჯახს რისკის ქვეშ აყენებს. ადგილობრივების განცხადებით, ფაქტის შესახებ ბათუმის მერიამაც იცის, თუმცა ოჯახების გამოსახლებისგან ამ დრომდე თავს იკავებს. კორპუსის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს იქვე ახლოს მიმდინარე მშენებლობა, რამაც უფრო მეტი ბზარები გააჩინა. ადგილობრივები კორპუსის მდგრადობის ახალ დასკვნას და ექსპერტების შეფასებას ითხოვენ.