კორპუსის მენეჯერს სამეზობლო გამჭვირვალედ, ,,სითიქომის” პლატფორმაზე ირჩევს, ხმების 2/3-ის საფუძველზე- ნათია ორახელაშვილი

„კომერსანტის“ რუბრიკაში- ,,როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად” , კომპანიის ექაუნთ მენეჯერმა, ნათია ორახელაშვილმა კორპუსის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებსა და მისი არჩევის წესზე ისაუბრა.
კორპუსის მენეჯერი, ეს სამეზობლოს ხმაა, რომელსაც დაგროვებულ თანხებზე მიუწვდება ხელი, სწორედ ის ირჩევს პროვაიდერებსა და სერვისს კომპანიებს.
მენეჯერი “სითიქომის” ციფრული პლატფორმით ირჩევა, ონლაინ და მისი გამარჯვებისთვის სამეზობლოს ხმების 2/3-ია საჭირო.
,,კორპუსის მენეჯერი სრულადაა ჩართული ყველანაირ პროცესში, რაც სამეზობლოსა და კორპუსს ეხება. ის ატარებს არჩევნებს, კრებებს, მას აქვს წვდომა კორპუსში დაგროვებულ თანხებზე, რომელსაც ჩვენი “სითიპორტალის” საშუალებით აკონტროლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, კორპუსის მენეჯერი პასუხისმგებელია და კორპუსის მცხოვრებლების მხრიდან მინდობილი პირია. ის ასევე ირჩევს პროვაიდერებსა და სერვისი მიმწოდებლებს.
შეიძლება კორპუსში რამდენიმე დაინტერესებული პირი იყოს, რომელსაც კორპუსის მენეჯერობა უნდა. ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ კორპუსის სრულად გამჭვირვალე იყოს. ყველა კანდიდატი თავის პროგრამას წარმოადგენს მეზობლებთან. კორპუსის მენეჯერს ხმების 2/3-ის საფუძველზე ირჩევენ. კორპუსის არჩევნები ჩვენი ერთ-ერთი სერვისია”,- აღნიშნა ორახელაშვილმა.
როგორც “კომერსანტთან” ინტერვიუში ერთ-ერთი კორპუსის მენეჯერი, კახა ბიწაძე ჰყვება, მას უყურადღებო კორპუსის პრობლემა ახალ ბინაში გადასვლისთანავე შეექმნა. გადაწყვიტა “სითიქომს” დაკავშირებოდა და ამ გზით, აქტიურობის გამო კორპუსის მენეჯერი სწორედ ის გახდა.
ბიწაძე აღნიშნავს, რომ “სითიქომის” მთავარი პლუსები: გამჭვირვალობა, სანდოობა და მრავალფეროვნებაა.
,,როცა ახალ კორპუსში გადავედი საცხოვრებლად, აღმოჩნდა, რომ კორპუსი უპატრონო იყო, არ სუფთავდებოდა, გარე ელექტრობის ხარჯებს არავინ არ იხდიდა. ამ დროს “სითიქომი” უკვე იყო ჩვენთან შემოსული. რომ დავუკავშირდი “სითიქომს”, რადგანაც გამოვჩნდი ადამიანი, რომელმაც რაღაც მოიკითხა, მითხრეს, შენ უნდა იყო თავმჯდომარეო.
მეზობლებშიც მოვიკითხე და სურვილი არავის ჰქონდა. ამას არ დავთანხმდებოდი, რომ არა “სითიქომი”. მათ სხვა კომპანიებთან შედარებით დიდი პლუსი აქვთ- გამჭვირვალობა. ამას სხვებიც ამბობენ, მაგრამ ბოლომდე გამჭვირვალე არ არიან, აქ თითოეული თეთრი გაწერილია.
“სითიქომს” ჰყავს თავმჯდომარეები, რომლებიც სხვა კორპუსებსაც მენეჯერობენ, ასევე კონტრაქტები აქვს დასუფთავების სამსახურებთან, კარების ჩამკეტ სისტემასთანაც და გაამრავალფეროვნა თავისი მომსახურება. არავინ იჩენდა პასუხისმგებლობას, რომ თავისი კორპუსისთვის მიეხედა, რა ვალდებულებაც “სითიქომმა” აიღო”,- ჰყვება კორპუსის მენეჯერი, კახა ბიწაძე.