კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთისა და USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი საქართველოში მეშვიდედ გაიმართება.
“კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის” ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული;
ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა.
2024 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:
SDG4 – ხარისხიანი განათლება;
SDG8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
SDG11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები;
SDG12- მდგრადი მოხმარება და წარმოება;
SDG16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები;
SDG17- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.
შემოსული განაცხადების განხილვა ორ – მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ