კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, თეთრ სახლში დაბრუნდა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ჯო ბაიდენი ოვალური კაბინეტიდან ამერიკელ ხალხს მიმართავს.
„ხვალ, საღამოს 20:00 საათზე, ქვეყანას ოვალური კაბინეტიდან მივმართავ იმის შესახებ, თუ რა გველის წინ და და როგორ დავასრულებ სამუშაოს ამერიკელი ხალხისთვის“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა და მას შემდეგ დელავერის შტატში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.