კორნელი კაკაჩია: ყაველაშვილის კანდიდატურა ლოგიკაში ვერ ჯდება

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორის, პროფესორი კორნელი კაკაჩიას შეფასებით, თუ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას არ ისახავს მიზნად, ს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა „ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება“.
„პრობლემაა, რომ პრეზიდენტის კანდიდატის მიმართ მოთხოვნა და დონე „ქართული ოცნების“ პირობებში უფრო და უფრო ეცემა და ახლა, მე მგონი, ფსკერს უწია. აქამდე კანდიდატს არჩევდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულს, თუმცა მეტ-ნაკლებად გამოცდილს საერთაშორისო, დიპლომატიურ თუ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. ახლა ყაველაშვილის კანდიდატურა საერთოდ ლოგიკაში ვერ ჯდება“, — ამბობს კაკაჩია.
ის ხაზს უსვამს, რომ მიხეილ ყაველაშვილს არანაირი გამოცდილება არ აქვს სახელმწიფოს მართვის საკითხებში.
„ასევე ძალიან საეჭვოა მისი ღირებულებები დემოკრატიასთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში. პირიქით, ცნობილია ანტიდასავლური და ანტიევროპული სენტიმენტებით. კანდიდატი როცა თავად ამბობს, პრეზიდენტის პოსტი გამაერთიანებელი უნდა იყოს, თავად საამისოდ ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ძალიან ბევრი შეკითხვა იბადება, რის გამო დანიშნეს ასეთი ადამიანი — საზოგადოებაში პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი გულაცრუება რომ იყოს? ვერ ვხვდები“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კაკაჩიამ.