საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
– ბატონო კორნელი, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობა გაიმართა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ პრემიერი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
ყრილობაზე განსაკუთრებული და მოულოდნელი არაფერი მომხდარა, პარტიის თავმჯდომარედ პრემიერი არჩევა მოსალოდნელი იყო.
ყრილობის მსვლელობისას ბევრ ისეთ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, რომ მათზე ღირს მსჯელობა. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები „ქართული ოცნების“ გამართულ მე-9 ყრილობაზე…
– ამ ყრილობისადმი ქართულ საზოგადოებაში დიდი მოლოდინი არ არსებობდა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გასარკვევი იყო, ანუ თუ ვინ გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე გარკვეული იყო, სულ რამდენიმე კანდიდატი მოიაზრებოდა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერმა შეითავსა მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარეობა.
ყრილობას სხვა ამოცანაც არ ჰქონდა. პარტიის პოლიტიკურ საბჭოში უნდა შეეყვანათ რამდენიმე ადამიანი, მათ ნაცვლად, ვინც პარტიიდან წავიდა. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც მეორეხარისხოვანმა ლიდერებმა დატოვეს პარტია. არადა, ამ პარტიიდან წასვლა რომ იოლი საქმე არაა, ცხადია.
ვითარებაში, როცა „ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციას თავს ვერ აღწევს, არაა გამორიცხული მმართველ პარტიაში კიდევ გაგრძელდეს პარტიის დატოვების ფაქტები. ამიტომაც წასულები სწრაფად ჩაანაცვლეს.
– ყრილობაზე რაც ითქვა, „ქართული ოცნების“ „მოლაპარაკე თავები“ ლამის ყოველ დღე საუბრობენ, მაგრამ, ფაქტია რომ მმართველი პარტიის ყრილობაზეც ჩვენ ისინი მოვისმინეთ.
რას იტყოდით იმ გზავნილებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ყრილობაზე კიდევ ერთხელ იქნა გაცხადებული?
– როგორც მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნების“ გზავნილები იყო პროპაგანდისტული. თუ ამ გზავნილებით ვიმსჯელებთ, ქვეყნის გარეთ და შიგნით არავის არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, „ქართული ოცნება“ არჩეული ავტორიტარული მმართველობის გზიდან უკან დაიხევს. ყრილობაზე კიდევ ერთხელ მათ დააანონსეს რომ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვებს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. ეს მართლაც არ არის გამორიცხული, რადგან დღემდე უცნობია ამ არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას.
„ქართული ოცნების“ გზავნილები იყო პროპაგანდისტული. თუ ამ გზავნილებით ვიმსჯელებთ, ქვეყნის გარეთ და შიგნით არავის არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, „ქართული ოცნება“ არჩეული ავტორიტარული მმართველობის გზიდან უკან დაიხევს
იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანონმდებლობაში დრაკონული ცვლილებები შეიტანა, არაა გამორიცხული ოპოზიციურმა სპექტრმა მასში მონაწილეობა არ მიიღოს. მთავარი ის გავიგეთ, რომ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ხელისუფლება არ აპირებს ადგილობრივ დონეზეც ოპოზიციურ პარტიებს გაუყოს ძალაუფლება.
– „ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობა მას შემდეგ ჩატარდა, რაც აშშ-ს კონგრესმა მიიღო „მეგობარი აქტი“. იყო მოლოდინი, რომ თუნდაც ყრილობაზე გაკეთდებოდა ამ თემაზე განცხადებები.
ყრილობაზე „მეგობარი აქტი“ არავის უხსენებია, მაგრამ, ყრილობის შემდეგ პარტიის ლიდერებმა ამ თემაზე საკმაოდ გაღიზიანებულებმა ისაუბრეს.
ამერიკაში მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რა გაიგეს ერთის მხრივ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა, ხოლო მეორე მხრივ ქართულმა საზოგადოებამ?
– აშშ-ს კონგრესში „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ ცხადია გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს ვერ ალაგებს. ეგ კი არა, „მეგობარი აქტის“ განხილვა სენატში დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება სენატში შეუქცევადი ხდება. „ქართული ოცნების“ ლიდერები მომხდარს არ იმჩნევენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს თემა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს „ქართულ ოცნებას“.
აშშ-ს კონგრესში „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ ცხადია გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს ვერ ალაგებს. ეგ კი არა, „მეგობარი აქტის“ განხილვა სენატში დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება სენატში შეუქცევადი ხდება
როგორც ჩანს, შექმნილი სიტუაციიდან „ქართული ოცნება“ გამოსავალს ეძებს. ამ ეტაპზე თვალს ვადევნებთ იმას, რომ მათი პასუხი ძირითადად პროპაგანდისტულია. ვგულისხმობ მუდმივად დიპ სთეითზე საუბარსა და მსჯელობას. ფაქტი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას.
ისინი კი ცდილობენ დაუახლოვდნენ იდეოლოგიურად ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილებსა და რიტორიკას, მაგრამ, ეს რომ საკმარისი არ აღმოჩნდა, ცხადად გამოაჩინა კონგრესში „მეგობარი აქტის“ მიღებამ. ეს რომ სერიოზული ჩავარდნაა, ფაქტია. არადა, „ქართულ ოცნებას“ აშშ-ში სერიოზული ლობისტური ჯგუფები ჰყავდა დაქირავებული.
ფაქტი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას
იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი ხისტი პოლიტიკითა და მიდგომებით გამოირჩევა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს გამოსავლის მოძებნას ისე, რომ კიდევ უფრო მეტად არ გააღიზიანონ ტრამპი და მისი გუნდი. ანუ, რამე ახალი მოიფიქროს. აქ სირთულე ისაა, რომ აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას ბოლომდე არ ცნობს.
– ტრამპის თემაზე „ქართული ოცნების“ გზავნილი ასე გამოიყურება – „ტრამპმა შესაძლოა, კანონპროექტს ხელი მოაწეროს, ან არ მოაწეროს.“
თქვენი დაკვირვებით, ამგვარი ლოგიკის შემოტანა ასეთ მნიშვნელოვან საკითხში რას შეიძლება ეფუძნებოდეს?
– აქ ორი ვარიანტია – მათ ჰყავთ ვაშინგტონში ლობისტები, რომელთა საშუალებით მოახერხებენ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების მინიმუმ გაწელვას.
არაა გამორიცხულ ამ საკითხში აშშ-ც გარკვეული პაუზა აიღოს. ეს პაუზა ივანიშვილს საშუალებას მისცემს დაფიქრდეს იმ საკითხებზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას. ანუ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების კურსს იმ დონეზე, რომ ვაშინგტონმა „ქართული ოცნება“ მის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნიოს.
თუ სენატმა კონგრესში მიღებული „მეგობარი აქტი“ მიიღო, ტრამპი ამ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერას არ დააყოვნებს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში არაა ივანიშვილი, იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ იგი საქართველოს საკითხში აშშ-ში აღებულ პაუზას გამოიყენებს. მკაფიოდ ჩანს, რომ აშშ-ში საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ ივანიშვილისთვის შანსია მიცემული იმისთვის, რომ მან თბილისის საგარეო პოლიტიკური კურსი დააკორექტიროს.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში არაა ივანიშვილი, იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ იგი საქართველოს საკითხში აშშ-ში აღებულ პაუზას გამოიყენებს. მკაფიოდ ჩანს, რომ აშშ-ში საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ ივანიშვილისთვის შანსია მიცემული იმისთვის, რომ მან თბილისის საგარეო პოლიტიკური კურსი დააკორექტიროს
ჩემი დაკვირვებით, ამერიკა ცდილობს ივანიშვილს ბოლო შანსი მისცეს იმისთვის, რომ ვაშინგტონმა მასთან ურთიერთობაში ხიდები ბოლომდე არ დაწვას. ამის მიზეზი კიდევ არის ის, რომ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ქართველი ხალხის მიმართ სიმპათიები ნამდვილად არსებობს და დამოკიდებულებაც ურყევია.
აშშ და ევროპა ივანიშვილს კიდევ ერთხელ აძლევს შანს
– „ქართული ოცნების“ ბოლო ყრილობამ არ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ბატონი ივანიშვილი ამ შანსის გამოყენებას აპირებს, ან ამის სურვილი არ აქვს…
– ეს გასაგებია. თუ ტრამპის საგარეო პოლიტიკას გავითვალისწინებთ აშშ-თვის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება ადვილია, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს საკითხი ჯერ-ჯერობით მხოლოდ დაბალ დონეზე განიხილება.
აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა
თან უკრაინაში, ასევე რუსეთში ისეთი პროცესები მიდის, ფაქტია, რომ აშშ საქართველოსთვის ჯერ ვერ იცლის. უფრო სწორად იმის ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, აშშ-თვის ახლა საქართველოს თემა პრიორიტეტული არაა.
ეს ამერიკასაც და ევროპასაც აძლევს საშუალებას ყურადღებით დააკვირდნენ თუ რა ხდება საქართველოში და თავს იკავებენ საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან ხისტი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ეს სხვათა შორის, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც ეხება.
აშშ-ს და ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით ტაიმ-აუტი აქვს აღებული, რითაც ივანიშვილს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გადახედვის, შესაძლოა, ბოლო შანსი ეძლევა.
– ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილე რუსეთში უცნაურად გართულებულ ვითარებაში აღინიშნება.
უსაფროების პრობლემების გამო რუსეთის არა ერთი აეროპორტი, მათ შორის მოსკოვის აეროპორტები დახურულია. მოსკოვში მოსახლეობას შეზღუდვებით მიეწოდება ინტერნეტი. გარდა ამისა, უკრაინულ დრონები აფეთქებენ რუსეთის არა მარტო დასახლებულ პუნქტებს, არამედ სამხედრო დანიშნულების ობიექტებსა და ნავთობ საწარმოებს.
თქვენთან დაკავშირებამდე თვალი მოვკარი ინფორმაციას, რომ მოსკოვში ჩასვლაზე უარი თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით მოსკოვში და რუსეთში ხდება?
– პუტინს ჰქონდა იმედი, რომ აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის მოსვლის შემდეგ ვითარება რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლებოდა. ტრამპი კი ჩაერთო რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში, მაგრამ, ახლა ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ მშვიდობის მიღწევა კრემლს მხოლოდ რუსეთის პირობებით სურს. ეს რომ ასეა, ამაზე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის განცხადებაც მეტყველებს – „რუსები ძალიან ბევრს ითხოვენო“.
ახლა ვითარება ასეთია – არაა გამორიცხული ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს უკრაინის დახმარება. იმ იზოლაციის პირობებში, რომელშიც ახლა რუსეთია, ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია.
არაა გამორიცხული ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს უკრაინის დახმარება. იმ იზოლაციის პირობებში, რომელშიც ახლა რუსეთია, ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, რადგან სუს-ის ახალ ხელმძღვანელობამ საელჩოს განცხადებას „მორიგი ცრუ შეტყობინება“ უწოდა, ჩანს, რომ აშშ-ს საელჩოს ისეთი კარგი და საქმიანი ურთიერთობა არ აქვს, როგორც წინა ხელმძღვანელთან
პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა 9 მაისისთვის მოსკოვში რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი ჩასულიყო. როგორც ჩანს, ეს ვერ ხერხდება და პუტინის პროპაგანდისტულ მიზნებს ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
– აშშ-ს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია და თავისი მოქალაქეები გააფრთხილა იმაზე, რომ თბილისის 3 სავაჭრო ცენტრებში ტერაქტები იგეგმება და სიფრთხილე გამოიჩინეთო.
აშშ-ს საელჩოს განცხადებას საქართველოს სუს-ი გამოეხმაურა და ამ განცხადებას „მორიგი ცრუ შეტყობინება“ უწოდა. რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს საელჩოს ეს განცხადება, ანაც მასზე ჩვენი სუს-ის განცხადება?
– ამ ტიპის აშშ-ს განცხადებებს თუ თვალს მივადევნებთ, ვნახავთ, რომ აშშ-მ უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ზუსტი დროც კი მიაწოდა. გვახსოვს რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია არ დაიჯერა.
ზოგადად, აშშ-ს ხელმძღვანელობა და არც საელჩოები ასეთ ინფორმაციას შემთხვევით და ტყუილა არ აკეთებენ. პირველი ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ საქართველოს სუს-ის ახალ ხელმძღვანელობას ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ, სუს-მა ეს ინფორმაცია სერიოზულად არ ჩათვალა. ამის შემდეგ, აშშ-ს საელჩომ გადაწყვიტა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია.
ახლა იმაზე შეიძლება იყოს საუბარი, რომ თუ ადრე აშშ-ს საქართველოს სუს-ის ხელმძღვანელთან ჰქონდა ურთიერთობები და მასთან სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, ახლა რადგან სუს-ის ახალ ხელმძღვანელობამ საელჩოს განცხადებას „მორიგი ცრუ შეტყობინება“ უწოდა, ჩანს, რომ აშშ-ს საელჩოს ისეთი კარგი და საქმიანი ურთიერთობა არ აქვს, როგორც წინა ხელმძღვანელთან.
ამის შემდეგ, საელჩომ საქმის კურსში ჩააყენა საზოგადოება. ამით მათ თავი დაიზღვიეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
