კორეული მედია – რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ კორეის მოქალაქე მისიონერი იყო

რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ კორეის მოქალაქე მისიონერი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.
სამხრეთ კორეული სატელევიზიო კომპანია JTBC-ის ცნობით, ბაეკ ვონ-სონი ვლადივოსტოკში ჩინეთიდან გადავიდა და იქ მყოფი ჩრდილოეთ კორეელი მუშებისთვის მისიონერულ საქმიანობას ასრულებდა.
ასევე, საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი აცხადებს, რომ ბაეკ ვონ-სონი ჩრდილოეთ კორეელებს გაქცევაში ეხმარებოდა.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაკავებული სამხრეთ კორეელი მამაკაცის უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით სამხრეთ კორეა რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
შეგახსენებთ, გუშინ, ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 53 წლის სამხრეთ კორეის მოქალაქეს, ბაეკ ვონ-სონს ბრალად უცხოური დაზვერვის სამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა ედება.