ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო, – ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება.
„დღეს, როცა რუსეთი:
აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;
ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას…
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!
#საქართველოარისევროპა“, – წერს თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში.