კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება.
პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი; კალიგრაფი გიორგი სისაური;
ასევე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“ , ხოლო საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით სამი ქართული ფილმის ჩვენებას გამართავს.
ქართული კულტურის დღეები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე: ხელისუფალი დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდეს და არა არაბებზე, ირანელებზე თუ სხვა რჯულის ადამიანებზე მიწების თუ სხვადასხვა ქონების გასხვისებით იყოს დაკავებული

ქეთევან ბაკარაძე: თქვენ მზად ხართ, როგორც მთავრობის მეთაურმა აიღოთ პასუხისმგებლობა და შეიმუშაოთ ღონისძიებათა სისტემა, რითაც სახელმწიფო შეძლებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქართული გენოფონდის გადარჩენისთვის

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ