კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოს მახლობლად, აფეთქებები იყო

დანიის პოლიცია იძიებს კოპენჰაგენში, ს საელჩოს მახლობლად დღეს, 2 ოქტომბერს, მომხდარ ორ აფეთქებას. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. გამომძიებლები იკვლევენ, აქვს თუ არა ინციდენტს კავშირი უშუალოდ ისრაელის საელჩოსთან.
დანიის დედაქალაქის ამავე რაიონში მდებარეობს არაერთი სხვა ქვეყნის საელჩო და საკონსულოც, მათ შორის ირანის.
1 ოქტომბერს ირანმა ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციასაც იწყებს.
ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ისრაელთან ერთად ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული -ს. ევროკავშირი ტერორისტულად ცნობს მხოლოდ ჰეზბოლას გასამხედროებულ ფრთას.
· ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
· ჰამასის მხარდამჭერია ჰეზბოლა, რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
· ჰამასს და ჰეზბოლას მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი – ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას