კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

კოპენჰაგენში, ს საელჩოსთან ახლოს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა.
„ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით სამი ადამიანი დავაკავეთ. კოპენჰაგენის ცენტრალურ სადგურზე მატარებელში ორი მამაკაცი, ხოლო ერთი ადამიანი კი სხვა ადგილას დავაკავეთ“, – აცხადებს კოპენჰაგენის პოლიცია.
შეგახსენებთ, დღეს დილით, კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოს მიმდებარედ ორი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ