“კოპენჰაგენში” გოჩოლეიშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მატჩში შედგა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ბანიკი“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა მეათე წუთზე ტრავმირებული როდრიგო უესკასი შეცვალა. tipsbladet-ი აღნიშნავს, რომ პირველი სახიფათო მომენტი სწორედ გიორგის ჩაწოდებას მოჰყვა. მან მე-80 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა თამაშის გაგრძელება შეძლო.
გამარჯვების გოლი კი კომპენსირებულ დროში 18 წლის ნახევარმცველმა ვიქტორ ფროხოლდტმა გაიტანა, რომელიც შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა.
საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს ოსტრავაში გაიმართება.
კოპენჰაგენი – ბანიკი 1:0
გოლი: ფროხოლდტი (90+1)