საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გიორგი გოჩოლეიშვილს “კოპენჰაგენთან” საიჯარო კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და „შახტარში“ დაბრუნდა. დანიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა სუნე სმიტ-ნილსენმა ქართველი ყოველმხრივ დადებითად დაახასიათა, აღნიშნა, რომ პროფესიონალი და კარგი პიროვნებაა, გუნდის მიერ ჩემპიონატის და თასის მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
მწვრთნელმა იაკობ ნესტრუპმა განაცხადა, რომ გიორგი თამაშის აგრესიული სტილით გამოირჩევა, რაც ყველას მოსწონდა და გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილის გამო მადლობლები არიან.
“კოპენჰაგენმა” გოჩოლეიშვილის პოზიციაზე გამოსყიდვის უფლებით პსჟ-დან 19 წლის იორამ ზაგე ინათხოვრა, რომელსაც “პარი სენ ჟერმენში” თამაში თითქმის არ უწევდა. ზაგეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 2.5 მილიონი ევროა. ის ახალ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა – არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
