კოპენჰაგენი ზედიზედ ორ სამიტს მასპინძლობს – ორივეზე მთავარი საკითხი უკრაინის მხარდაჭერაა

2 ოქტომბერს დანიის დედაქალაქში გაიმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრა. თანამეგობრობის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის გაძლიერებაზე, ევროპის უსაფრთხოებაზე და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპის გაძლიერებაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას მოსაწვევი წერილი სწორედ უკრაინის წინააღმდეგ ს ომის ხსენებით იწყება:
“ძვირფასო კოლეგებო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის მეოთხე წელია. ეს ადასტურებს, რომ ძლიერი და უსაფრთხო ევროპის შესაქმნელად კოლექტიური მოქმედება იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უნდა გავაგრძელოთ კოორდინაცია და ვიყოთ ერთიანები“.
EPC-ს პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართება რამდენიმე დისკუსია ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორისაა:
· ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეები
· ეკონომიკური უსაფრთხოება
· მიგრაცია
EPC-ზე ევროკავშირს წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, რომელიც დანიის პრემიერმინისტრ მეტტე ფრედერიკსენთან ერთად გაუძღვება სამიტს.
ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეშვიდე შეხვედრაზე მიწვეულია ევროკავშირის 27 ქვეყნისა და კიდევ 20-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის ლიდერი. ამ ქვეყნებს შორისაა: , გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ალბანეთი, ანდორა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, ჩერნოგორია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან მარინო, სერბეთი, შვეიცარია.
EPC-ს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ში ჩავიდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერმინისტრი ირაკლი , რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაში.
1 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის მონაწილეებს უმასპინძლეს დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერიმ.
EPC-ს სამიტამდე ერთი დღით ადრე კოპენჰაგენში გაიმართა ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს ევროპის ერთიან თავდაცვასა და უკრაინის მხარდაჭერაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკომისიამ წარმოადგინა ერთიანი პროგრამული დოკუმენტი თავდაცვაზე, სახელწოდებით – „მოქმედება ევროპის უსაფრთხოებისთვის“ (SAFE) და მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უფრო იოლდება თავდაცვაში ინვესტირება:
“ჩვენი უსაფრთხოება იწყება უკრაინით და ამიტომაც ვიმსჯელებთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე მის ბრძოლაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა კოშტამ არაფორმალურ სამიტამდე.
1 ოქტომბრის სამიტამდე მედიასთან განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმაც:
“ვხედავთ, რომ რუსეთი ცდის ჩვენს სიმტკიცეს. ასე რომ, ეს ის დროა, როცა უმნიშვნელოვანესია გვქონდეს ეს საერთო გადაუდებლობის განცდა და ერთიანობა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ სამიტზე ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს შეეხებოდნენ, როგორიც „დრონების კედლის“ შექმნაა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უკრაინის დაცვის მნიშვნელობას:
“თუკი ყველანი ვთანხმდებით, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დღეს უკრაინისთვის გამოვყოფთ 4 მილიარდ ევროს, საიდანაც 2 მილიარდი ჩაიდება დრონების წარმოებაში. უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე. ამისთვის წარმოვადგინე წინადადება იმობილიზებული რუსული აქტივების საფუძველზე უკრაინისთვის რეპარაციული სესხების შეთავაზებაზე. უკრაინას მოუწევს ამ სესხის დაბრუნება, თუკი რუსეთი გადაიხდის რეპარაციებს, რადგან დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“.
ფორუმი