კონფლიქტი გრძელდება: ლიკა შენგელია პროკურატურას მიმართავს – “სანამ არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება!“

მო­დე­ლი ლიკა შენ­გე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი მას და მის ოჯა­ხის წევ­რებს ქი­მი­უ­რი სი­თხის შეს­ხმით ემუქ­რე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­ქა­ლა­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა – მე მოგ­მარ­თავთ კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნით! ამო­ი­ღეთ ხმა და გა­ა­კე­თეთ სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის, გო­გი­აშ­ვი­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც არ ჩერ­დე­ბა და ყო­ვე­ლი­ვე ზღვარს გა­და­დის მისი ამ­ხე­ლა ცი­ლის­წა­მე­ბა, მუ­ქა­რა და შე­უ­რა­ცხყო­ფა!

ჩემი 70 წლის დედა, ჩემი ძმა, ჩემი შვი­ლე­ბი, ყვე­ლა ამ ავად­მყო­ფის მსხვერ­პლია უკვე! მე მოგ­მარ­თავთ და მო­ვი­თხოვ სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბას შე­მო­ტა­ნილ საქ­მე­ზე! და­ი­წყოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბა და მოხ­დეს და­ნა­შა­ულ­ზე უმ­კაც­რე­სად პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნა! ამის ატა­ნა უკვე ყო­ვე­ლი­ვე ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა…

სა­ნამ მარ­თლა არ აას­რუ­ლებს მუ­ქა­რებს და არ შეგ­ვას­ხამს ქი­მი­ურ სი­თხეს, მა­ნამ­დე ვი­თხოვ და­იც­ვათ ჩემი და ჩემი პა­ტა­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა!“ – წერს ლიკა შენ­გე­ლია.

  • და­პი­რის­პი­რე­ბა ლიკა შენ­გე­ლი­ა­სა და სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს შო­რის მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო.

ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სტა­ტუ­სე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ლიკა შენ­გე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ლიკა შენ­გე­ლი­ამ სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე ფო­ტო­ე­ბი და პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ მას თავს და­ესხნენ და თავ­ში ჩა­ქუ­ჩი ჩა­არ­ტყეს.

თა­ვის მხრივ, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა “ოჯა­ხე­ბის და­მან­გრე­ველ ქა­ლებ­ზე“ და­წე­რა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი არ და­უ­წე­რია.