მონაკოში კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეები გაირკვა.
ტურნირი ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატის მსგავსად ჩატარდება, მაგრამ პირველ ეტაპზე 6 მატჩს გამართავენ – რვა საუკეთესო პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, მე-9-დან 24-ე ადგილზე გასულები ორრაუნდიან ბრძოლაში პლეი-ოფში ითამაშებენ, დანარჩენები კი ევროტურნირებს დაემშვიდობებიან.
“კოპენჰაგენის” (გიორგი გოჩოლეიშვილი) მეტოქეები: “ისტანბული”, “ჰართსი”, “იაგელონია”, “ბეტისი”, “რაპიდი”, “დინამო” (მინსკი).
“პაოკის” (ლაშა დვალი) მეტოქეები: “ფიორენტინა”, “მიოლდე”, “ასტანა”, “შემროკ როვერსი”, “ბორაცი”, “ნოა”.