კონფერენს ლიგაზე “ტორპედოს” და “დილას” მეტოქეები ცნობილია

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და “ტორპედოს” და “დილას” მეტოქეები გაირკვა.
“ტორპედო” ყაზახეთის “ორდაბასის”, “დილა” კი ლუქსემბურგის “რასინგს” დაუპირისპირდება. მატჩები 10 და 17 ივლისს გაიმართება. “ტორპედო” პირველ შეხვედრას სახლში ჩაატარებს, ხოლო “დილა” – სტუმრად.
“ტორპედომ” 2019 წელს ევროტურნირზე “ორდაბასისთან” ორივე მატჩი წააგო და ახლა რევანშის აღების შანსი აქვს.
საქართველოს თასის მფლობელი “სპაერი” ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.
“იცით, ხვიჩა რომ “ლოკომოტივიდან” გაუშვეს, რა დამემართა?” – იური სიომინი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში