კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და საქართველოს თასის მფლობელის, თბილისის „სპაერის“ მეტოქე გაირკვა – ვენის „აუსტრია“.
„აუსტრიამ“ ბუნდესლიგაში ბოლომდე იბრძოლა, ჩემპიონ „შტურმს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა და მესამე ადგილზე გავიდა.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტორპედო” ყაზახეთის “ორდაბასის”, “დილა” კი ლუქსემბურგის “რასინგს” დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში მათი მომავალი მოწინააღმდეგეები ცნობილია. „ტორპედო“ ნიქოზიას „ომონიას“, ხოლო „დილა“ „რიგას“ შეხვდება.
მატჩები 24 და 31 ივლისს გაიმართება. „სპაერი“ პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს, საპასუხოს კი – სახლში.
იამალი სკანდალში გაეხვია – ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
