კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა

გუშინ კონფერენს ლიგის ბოლო, მეექვსე ტური ჩატარდა და მერვედფინალის საგზური 8 გუნდმა მოიპოვა: “ჩელსიმ”, “გიმარაეშმა”, “სერკლ ბრიუგემ”, “ფიორენტინამ”, “რაპიდმა”, “იურგორდენმა”, “ლუგანომ” და “ლეგიამ”.
გუნდები, რომლებიც 6-24 ადგილებზე გავიდნენ, პლეი-ოფში ითამაშებენ. მათ შორის არიან ლაშა დვალის “აპოელი” და გიორგი გოჩოლეიშვილის “კოპენჰაგენი”. დღეს კენჭისყრა გაიმართა.
ცელიე – აპოელი
კოპენჰაგენი – ჰაიდენჰემი
გენტი – ბეტისი
ვიკინგური – პანათინაიკოსი
ბორაცი – ოლიმპია
ომონია – პაფოსი
ტოპოლა – იაგელონია
მოლდე – შემროკ როვერსი
მატჩები 13 და 20 თებერვალს ჩატარდება. გამარჯვებულები 1/8-ფინალში გავლენ, რომლებიც 6 და 13 მარტს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “აპოელი” “იურგორდენს”
ან “ლუგანოს”, “კოპენჰაგენი” კი “ჩელსის” ან “გიმარაეშს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში