კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები 24/7-ზე მუშაობენ, რომ ტერორიზმის საფრთხეებს გაუმკლავდნენ, საქართველო მომდევნო წლებშიც გააგრძელებს წარმატებულ სახელმწიფოთა სიაში ყოფნას – გიორგი საბედაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა, “კურიერის” ეთერში, 2023 წლის წარმატებულ ოპერაციებზე ისაუბრა. საბედაშვილი იმედოვნებს, რომ, 2022 და 2023 წლების ანგარიშების მსგავსად, საქართველო -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მომდევნო ანგარიშშიც პოზიტიურად იქნება მოხსენიებული.
“ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას და ეს მუშაობა მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები 24/7-ზე მუშაობენ, რომ ტერორიზმის საფრთხეებს გაუმკლავდნენ.
მათ აქვთ საერთაშორისო დონის ცოდნა, [იციან] როგორ უნდა ებრძოლონ ტერორიზმს. მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ, მომდევნო წლებშიც, საქართველო ისე იქნება წარმოდგენილი ანგარიშში, როგორც წელს და შარშან.
საფრთხეების თვალსაზრისით, ვართ ძალიან რთულ რეგიონში. ის ფაქტი, რომ ამ რეგიონში ქვეყანას აქვს გამართული სისხლის სამართლის კოდექსი და გამართული სამართლებრივი ბაზა, მიუთითებს იმაზე, რომ, მომდევნო წლებში, საქართველო კვლავ გააგრძელებს წარმატებულ სახელმწიფოთა სიაში ყოფნას,” – აცხადებს გიორგი საბედაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ