კონტროლის ფარგლებში რამდენი კომპანიის ღვინოებში დაფიქსირდა დარღვევა? – პრემიერის ანგარიში

საქართველოს პრემიერის ანგარიშში, რომლითაც ირაკლი პარლამენტის წინაშე 28 ივნისს წარდგება, სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დარგის ხელშეწყობის მექანიზმებზეა საუბარი. ამავე ანგარიშში წარმოდგენილია სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგები, რომლითაც ღვინის ხარისხის შემოწმება ხდება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდში, სახელმწიფო კონტროლი 30 კომპანიაზე განხორციელდა, რა დროსაც აღებული 162 ნიმუშიდან დარღვევა 17 კომპანიის 58 ნიმუშში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, 690 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა და 80 კომპანიაში აღებული 1700 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 34 ნიმუშში აღმოჩნდა. სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების მიერ შემოწმებულ 66 კომპანიაში აღებული 471 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 14 კომპანიის 16 ნიმუშში.

ასევე დაგაინტერესებთ